Sunday, February 3, 2013

სერფინგი / წერილები / ტესტები

სერფინგი

პროექტებზე თანხის გამომუშავების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს რეკლამირებადი საიტების ნახვა სერფინგში. ამისათვის მარცხენა მენიუში ამოირჩიეთ მენიუს განყოფილება Меню пользователя / Зарабатывать / Серфинг сайтов. გახსნილ გვერდზე გამოჩნდება სერფინგის განყოფილებაში არსებული საიტების ლინკები.

ყოველი ლინკის სახელწოდებიდან მარჯვნივ მითითებულია:

ა) ლინკის ნახვების დარჩენილი რაოდენობა.
ბ) თანხის რაოდენობა, რომელსაც მიიღებს მომხმარებელი ლინკის ნახვისთვის.
გ) ხოჭოს ლოგოტიპი - მასზე დაჭერით შეგიძლიათ შეამოწმოთ, ხომ არ შეიცავს რეკლამირებადი საიტი ვირუსებს (მიუხედავად იმისა, რომ სერფინგში განთავსებამდე ყველა ლინკი გადის შემოწმებას ვირუსების არსებობაზე და პროექტის წესებთან შესაბამისობაზე რეკლამის მოდერაციის სამსახურში, თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ შეამოწმოთ ყოველი საიტი ვირუსების არსებობაზე, რაც განსაკუთრებით აქტუალურია, თუ მუშაობთ კომპიუტერზე ანტივირუსული დაცვის გარეშე.
დ) ჯვრის ლოგოტიპი - მასზე დაჭერით შეგიძლიათ შეიტანოთ საჩივარი რეკლამირებად საიტზე, თუ იგი არღვევს პროექტის წესებს.

სერფინგში რეკლამირებადი საიტის ნახვისთვის:


ა) დააჭირეთ ნარინჯისფერ რგოლს, რომელიც ლინკის სახელწოდებაზეა განთავსებული. შემდეგ დააჭირეთ სწორკუთხედს წარწერით „Просмотреть сайт рекламодателя”, რის შედეგადაც ავტომატურად ვხვდებით რეკლამირედად საიტზე.
ბ) ფანჯრის მარცხენა ქვედა კუთხეში გაჩნდება უკუათვლის ტაიმერი. დაველოდოთ მის გასვლას.
გ) დავადასტუროთ რეკლამირებადი საიტის ნახვა. ამისათვის ტაიმერის ადგილას გაჩენილ გამოსახულებაზე უნდა დავითვალ ვარცკვლავების რაოდენობა, ან მივუთითოთ მარტივი არითმეტიკული გამოთვლის პასუხი.
დ) სწორი დადასტურების შემთხვევაში გამოჩნდება წარწერა: «Спасибо за посещение! Плата за просмотр (თანხა ციფრებით) зачислена», რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შესაბამისი თანხა დაირიცხა თქვენი ექაუნთის ბალანსზე. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ სერფინგის გვერდს და გააგრძელოთ რეკლამირებადი საიტების მონახულება. 

ფასიანი წერილები 

მარცხენა მენიუში ამოირჩიეთ მენიუს განყოფილება Меню пользователя / Зарабатывать / Чтение писем. გახსნილ გვერდზე გამოჩნდება წერილების განყოფილებაში არსებული ლინკები. სერფინგის ლინკებისგან წერილებს მხოლოდ ერთი განსხვავება აქვთ: ნარინჯისფერ წრეზე დაჭერის შემდეგ იხსნება წერილის ტექსტი. წერილის წაკითხვის დადასტურებისთვის უნდა უპასუხოთ ავტორის მიერ დასმულ შეკითხვას. ამისთვის უნდა ამოირჩიოთ პასუხის სამი შემოთავაზებული ვარიანტიდან ერთ-ერთი.

ტესტები

მარცხენა მენიუში ამოირჩიეთ მენიუს განყოფილება Меню пользователя / Зарабатывать / Прохождение тестов.გახსნილ გვერდზე გამოჩნდება განყოფილებაში არსებული ტესტები. დააჭირეთ ნარინჯისფერ რგოლს, რომელიც ტესტის სახელწოდებაზეა განთავსებული. შემდეგ დააჭირეთ სწორკუთხედს წარწერით „Перейти к выполнению теста”, გადადიხართ ამორჩეული ტესტის გვერდზე. ზემოთ მითითებული იქნება საიტის მისამართი, რომელზეც უნდა გადახვიდეთ სწორი პასუხების ასარჩევად. ტესტის თვითოეულ კითხვას სამი შესაძლო პასუხი აქვს, რომელთაგანაც უნდა ამოარჩიოთ ერთი, სწორი პასუხი. თუ ყველა კითხვას სწორად უპასუხებთ, ტესტის გავლისთვის განკუთვნილი საფასური დაუყოვნებლივ დაირიცხება თქვენი ექაუნთის ბალანსზე.
შენიშვნა: არ შეიძლება სერფინგის ან წერილების რამოდენიმე ლინკის ერთდროულად გახსნა. ამ შემთხვევაში საიტის მონახულების დადასტურების შმდეგ გამოჩნდება შეტყობინება შეცდომის შესახებ.


დახმარება


*რამდენი ლინკის ნახვა შემიძლია სერფინგში?

სერფინგში მომხმარებლის მიერ ლინკების ნახვის რაოდენობა არ არის შეზღუდული. რეკლამის დამკვეთები მთელი დღის განმავლობაში ამატებენ ლინკებს ამ განყოფილებაში. პროექტზე მუშაობის დროს პერიოდულად განაახლეთ სერფინგის გვერდი და თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ახალი ლინკები.

*თუ სერფინგში არსებულ ლინკებზე გადასვლის დროს ხვდებით ცარიელ გვერდზე

გაწმინდეთ თქვენი ბრაუზერის ქუქისები (ctrl+shift+del). თუ ამან არ გამოიღო საჭირო შედეგი, მაშინ განაახლეთ ან შეცვალეთ თქვენი ბრაუზერი.

No comments:

Post a Comment