Sunday, February 3, 2013

რეფერერი და რეფერალი

რეფერალი ეწოდება მომხმარებელს, რომელიც დარეგისტრირდა პროექტზე სხვა მომხმარებლის მოწვევით (სარეფერალო ლინკით). მომხმარებელს, რომელმაც მოიწვია პროექტზე რეფერალი, ეწოდება რეფერერი. თავის მხრივ რეფერერიც შეიძლება იყოს სხვა მომხმარებლის რეფერალი. პროექტებზე მოქმედებს ორდონიანი სარეფერალო სისტემა. მაგალითად, თუ თქვენ გყავთ რეფერერი, მისთვის თქვენი რეფერალები II დონის რეფერალებს წარმოადგენენ.

რეფერერი პროექტისგან ღებულობს დამატებით შემოსავალს, რომელიც რეფერერის რეიტინგსა და რეფერალის აქტივობაზეა დამოკიდებული. ეს თანხა არ აკლდება რეფერალების შემოსავალს. მას პროექტი ავტომატურად ურიცხავს რეფერერს საიტზე ახალი წევრების მოზიდვისათვის. ამ თემასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატუსების ცხრილს:

http://www.seosprint.net/status.php SEO SPRINT

http://www.vip-prom.net/status.php VIP PROMOTION


* ვინ არის ჩემი რეფერერი და როგორ მივწერო მას შეტყობინება

ექაუნთის მარცხენა მენიუში ამოირჩიეთ Меню пользователя/Личный кабинет/Моя стена. ამის შემდეგ მოხვდებით თქვენი ექაუნთის კედელზე, სადაც განყოფილება Дополнительная статистика - видна только владельцу-ს გახსნის შემდეგ დაინახავთ გრაფას Ваш реферер, სადაც მითითებულია თქვენი რეფერერის ნიკი და საიდენტიფიკაციო ნომერი (ID). იქვეა ყვითელი კონვერტის გამოსახულებაც. კონვერტზე დაწკაპუნებით გაიხსნება რეფერერისთვის შეტყობინების გაგზავნის ფორმა.

შეზღუდვა: მომხმარებლებს, რომელთაც აქვთ სტატუსი "Прохожий" არ შეუძლიათ პროექტის შიდა ფოსტით სარგებლობა. ამიტომ რეკომენდირებულია რეფერერმა მისწეროს თავის რეფერალებს ე.წ. "მისალმება" - წერილი, რომელსაც ავტომატურად ღებულობს მისი ყოველი რეფერალი და მიუთითოს, რომ რეფერერთან კონტაქტისთვის და ზოგადად შიდა ფოსტის ფუნქციით სარგებლობისთვის საჭიროა სტატუსის "Рабочий" გააქტიურება. მისალმების წერილის ტექსტის შედგენა შეგიძლიათ თქვენი ექაუნთის მარცხენა მენიუს განყოფილებაში Меню пользователя/Личный кабинет/Работа с рефералами/Приветствие (შეზღუდვა ჯერ-ჯერობით მოქმედებს მხოლოდ პროექტზე SEO sprint).


* რა არის რეფბექი

რეფბექი ერიცხებათ რეფერალებს. ეს იმ დამატებითი შემოსავალის ნაწილია, რომელსაც რეფერერი ღებულობს პროექტისგან. რეფბექის პროცენტი განისაზღვრება რეფერალის რეიტინგიდან გამომდინარე:

რეფბექი = რეფერალის რეიტინგი * 2 (მაქსიმუმ 80%)

მაგალითი:

რეფერერის რეიტინგი = 30 ქულა (რაც სტატუსების ცხრილიდან გამომდინარე შეესაბამება I დონის რეფერალებიდან 30%-იან შემოსავალს http://www.seosprint.net/status.php).
რეფერალის რეიტინგი = 25 ქულა (ზემოთ მითითებული ფორმულიდან გამომდინარე იგი ღებულობს 50%-იან რეფბექს).
რეფერალმა ნახა ლინკი სერფინგში, რომლის ღირებულებაც არის 0,028 რუბლი.
რეფერერის შემოსავალი: 0.028 * 30% = 0.0084 რუბლი.
ვინაიდან ამ შემოსავლის 50% (0,042 რუბლი) უბრუნდება რეფერალს:
რეფერერის შემოსავალი: 0.0084 - 0.0042 = 0.0042 რუბლი.
რეფერალის შემოსავალი: 0.028 + 0.0042 = 0.0322 რუბლი.

მნიშვნელოვანია: რეფბექი გერიცხებათ მხოლოდ სერფინგიდან, წერილებიდან და ტესტებიდან. ფასიან დავალებებზე რეფბექი არ ვრცელდება.


* რატომ არ მერიცხება რეფბექი?

რეფბექი არ გერიცხებათ შემდეგ შემთხვევებში:

1. თქვენ თავისუფალი რეფერალი ხართ, ანუ არ გყავთ რეფერერი.
2. თქვენი ექაუნთი რეფერერის მიერ რეფერალების ბაზრობაზეა გატანილი გასაყიდად. ამ პერიოდში რეფერერი არ ღებულობს შემოსავალს რეფერალის აქტივობიდან და შესაბამისად, თქვენც არ გერიცხებათ რეფბექი.
3. თქვენ ან თქვენს რეფერერს აქვს სტატუსი “Штрафник”.


* თავისუფალი რეფერალები

თავისუფალი რეფერალები ეწოდებათ იმ მომხმარებლებს, რომლებიც პროექტზე სარეფერალო ლინკის გარეშე დარეგისტრირდნენ, ან რომელთა რეფერერის ექაუნთი გაუქმდა პროექტის წესების დარღვევის ან 60-დღიანი არააქტიურობის გამო. თავისუფალ რეფერალს თვითონ შეუძლია აირჩიოს რეფერერი. ამისთვის მომხმარებლის კედელზე უნდა დააჭიროთ ღილაკს “Стать его рефералом”.


* რატომ ვერ მიერთდებიან თავისუფალი რეფერალები?

იმისათვის, რომ თავისუფალმა რეფერალებმა შეძლონ თქვენთან შემოერთება, უნდა გქონდეთ სტატუსი “Рабочий” (ან უფრო მაღალი სტატუსი) და თქვენი რეიტინგი უნდა იყოს არანაკლებ 20 ქულისა.


* ჩემი რეიტინგი 20 ქულაზე დაბალია. შემიძლია თუ არა რეფერალების მოზიდვა?

ყოველი მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება პროექტზე თქვენი სარეფერალო ლინკით ან ბანერით, ხდება თქვენი რეფერალი (პროექტზე თქვენი სტატუსისა და რეიტინგის მიუხედავად).

ექაუნთის მარცხენა მენიუს განყოფილებაში Личный кабинет/Работа с рефералами მოთავსებულია თქვენი სარეფერალო ბმული და ბანერები. მათი განთავსებით სხვადასხვა საიტებზე, ფორუმებსა და ბლოგებზე შეგიძლიათ მოიწვიოთ რეფერალები.


* თავისუფალი რეფერალი ვარ. როგორ შევუერთდე რეფერერს?

საიტის სარდაფში უნდა ამოირჩიოთ განყოფილება „Пользователи“, შეიყვანოთ შესაბამის გრაფაში თქვენი მომავალი რეფერერის საიდენტიფიკაციო ნომერი (ID) და დააჭიროთ ღილაკს "Стать его рефералом".

რეფერერის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მომავალში თქვენ ვერ დაიბრუნებთ თავისუფალი რეფერალის სტატუსს თქვენი სურვილისამებრ. 

რეფერერების საყურადღებოდ: თქვენთან საკუთარი სურვილით შემოერთებული რეფერალის ექაუნთი არ შეიძლება გახდეს რეფერალების ბაზრობაზე გატანის ობიექტი.


* როგორ შევიცვალო რეფერერი

1. რეფერერს შეუძლია მიჰყიდოს თქვენი ექაუნთი რეფერალების ბაზრობაზე სხვა მომხმარებელს.
2. რეფერერს შეუძლია წაგშალოთ საკუთარი რეფერალების სიიდან.
3. თქვენი რეფერერის ექაუნთი გაუქმდა პროექტის წესების დარღვევის ან 60-დღიანი არააქტიურობის გამო.
4. არ უნდა შეხვიდეთ თქვენს ექაუნთში 60 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში თქვენი ექაუნთი ავტომატურად გაუქმდება და თქვენ შეძლებთ პროექტზე თავიდან დარეგისტრირებას სარეფერალო ლინკის გარეშე (ან სასურველი რეფერერის სარეფერალო ლინკით) და თვითონ აირჩევთ რეფერერს. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ კარგავთ ძველი ექაუნთის ყველა პრივილეგიას: რეიტინგს, შემსრულებლის რეპუტაციას და საკუთარ რეფერალებს.

No comments:

Post a Comment