Sunday, February 3, 2013

ფასიანი დავალებები

პროექტებზე თანხის გამომუშავების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს ფასიანი დავალებების შესრულება. დავალებების შესასრულებლად მარცხენა მენიუში ამოირჩიეთ განყოფილება Меню пользователя / Зарабатывать / Выполнение заданий. გახსნილ გვერდზე გამოჩნდება განყოფილებაში არსებული ფასიანი დავალებები. 

დავალებების განყოფილებას ცალკე მენიუ აქვს, რომელიც შესაბამისი განყოფილების მარჯვენა ნაწილშია მოთავსებული. 
მენიუ 5 განყოფილებისგან შედგება. პირველი ორი განყოფილების პუნქტების საშუალებით შეგვიძლია დავახარისხოთ დავალებები პარამეტრებისა და კატეგორიების მიხედვით:

По параметрам - პარამეტრების მიხედვით

Все задания - ყველა დავალება 
Только новые задания - ახალი დავალებები
Многоразовые задания - მრავალჯერადი 
Избранное - რჩეულები
Над которыми работаю - ვმუშაობ
Находятся на проверке - შემოწმებაზეა
Оплачены - დადასტურებული 
Отклонены - უარყოფილი

По категории - კატეგორიების მიხედვით

Все задания - ყველა დავალება
Только регистрация - მხოლოდ რეგისტრაცია
Только клики - მხოლოდ კლიკები
Регистрация + активность - რეგისტრაცია + აქტივობა
Приглашение в реф SEO - გიწვევთ რეფერალად (თავისუფალი რეფერალების შემოერთება)
Социальные сети - სოციალური ქსელები
Постинг в форумы/блоги - პოსტინგი ფორუმებზე / ბლოგებში
Написать статью - დაწერეთ სტატია
Отзыв/проголосовать - გამოხმაურება / ხმის მიცემა
Инвестиции - ინვესტიციები
Forex - ფორექსი
Играть в игры - თამაშები
Прочее - სხვა

მენიუს დანარჩენი 3 განყოფილება კონკრეტული დავალებების მოსაძიებლად არის განკუთვნილი:

По № задания - დავალების ნომრის მიხედვით.
По № рекламодателя - რეკლამის დამკვეთის (დავალების ავტორის) ნომრის (ID) მიხედვით.
По URL-адресу сайта - საიტის URL-მისამართის მიხედვით.


ყოველი დავალების სახელწოდებიდან მარჯვნივ მითითებულია:

ა) დავალების შესრულებისთვის გათვლილი ანაზღაურება.
ბ) დავალების რეიტინგი (ვარსკვლავების სახით, 5-ბალიანი სისტემით).


დავალების შესრულებისთვის საჭიროა:

ა) დავაჭიროთ დავალების სახელწოდებას. გაიხსნება დავალების გვერდი. მის ზედა განყოფილებაში მითითებულია:

1. დავალების ავტორის პირადი ნომერი საიტზე (ID) და ნიკი. ამ მონაცემებს ლინკის სახე აქვს და მასზე დაჭერით ვხვდებით დავალების ავტორის პირად კედელზე. ID-ს მარცხნივ ვხედავთ კონვერტის ლოგოს. მასზე დაჭერით იხსნება პირადი მიმოწერის განყოფილება, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მივწეროთ შეტყობინება დავალების ავტორს.
2. დავალების რეიტინგი (ვარსკვლავების სახით).
3. დავალების სტატუსი (ერთჯერადი ან მრავალჯერადი).
4. დავალების შესრულების სტატისტიკა (დამოწმებულია/უარყოფილია).
5. მარჯვენა ზედა კუთხეში მითითებულია დავალების შესრულებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურება. დავალების საფასურის ქვეშ ვხედავთ ვარსკვლავისა და ჯვრის ლოგოებს. ვარსკვლავის ლოგოზე დაჭერით დავალებას ვათავსებთ „რჩეული“ დავალებების კატეგორიაში და შემდგომში მის მოძებნას ადვილად შევძლებთ მენიუს განყოფილებიდან: 
Выбор заданий / По параметрам /Избранное.

განყოფილებაში „Описание задания“ მოთავსებულია დავალების აღწერა და მისი შესრულების პირობები.
განყოფილებაში „Что нужно указать для выполнения задания“ ჩამოთვლილია დავალების შესრულების დადასტურებისთვის საჭირო მონაცემები.
განყოფილებაში „Внимание!“ მითითებულია დავალების შესრულებისთვის გამოყოფილი დროის ინტერვალი.

ბ) გახსნილ გვერდზე ყურადღებით წავიკითხოთ დავალების აღწერა და მისი შესრულების პირობები.
გ) დავაჭიროთ ღილაკს „Начать выполнение!“ (დავიწყოთ შესრულება!).
დ) ახალ ფანჯარაში გაიხსნება დავალების ავტორის მიერ მითითებული გვერდი. ხოლო თავად დავალების გვერდზე გაიხსნება ანგარიშის გაგზავნის ფანჯარა, რომლის ზემოთაც მითითებულია დავალების დაწყებისზუსტი დრო, ანგარიშის გაგზავნის ბოლო ვადა, თქვენი IP-მისამართი და ლინკი, რომელზეც გადახვედით დავალების დაწყების მომენტში.
ე) შევასრულოთ დავალების პირობები.
ვ) ანგარიშის გაგზავნის ფანჯარაში შევიტანოთ ავტორის მიერ დავალების შესრულების დადასტურებისთვის მითითებული ყველა საჭირო მონაცემი და დავაჭიროთ ღილაკს „Отправить отчет“ (ანგარიშის გაგზავნა).

როდესაც შემსრულებელი აჭერს ღილაკს „Начать выполнение!“ და იწყებს დავალების შესრულებას, დავალების ბიუჯეტიდან მისთვის ავტომატურად იჯავშნება ანაზღაურების თანხა. ასე რომ, თუ დავალების ბიუჯეტი ამოიწურა იქამდე, ვიდრე თქვენ დაამთავრებთ მასზე მუშაობას, დავალების ავტორი მაინც შეძლებს თქვენთვის ანაზღაურების გადახდას. თუ დავალებაზე მუშაობის დაწყების შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო აღარ გსურთ ან ვერ ახერხებთ მის დასრულებას, გთხოვთ დააჭიროთ წითელ ღილაკს წარწერით „Отказаться“ (უარის თქმა დავალების შესრულებაზე), რათა ტყუილად არ დაიკავოთ დავალების ბიუჯეტი.

თუ დავალების ყველა პირობა სწორად შეასრულეთ, მისი ავტორი ვალდებულია დაგიდასტუროთ შესრულება (ამასთან ერთად ავტომატურად დაგერიცხებათ ანაზღაურებაც) 10 დღის ვადაში. თუმცა უმეტეს შემთხვევაში დავალებების შემოწმება და დადასტურება 24 - საათიან შუალედში ხდება. შემსრულებლის მიერ გაგზავნილი დავალების ანგარიში, რომელიც არ იქნება შემოწმებული (დადასტურებული ან უარყოფილი) 10 დღის განმავლობაში, ავტომატურად დაუდასტურდება შემსრულებელს საიტის რობოტის მიერ.

თუ დავალების ერთი ან რამოდენიმე პირობა სრულად (სწორად) არ არის შესრულებული, ავტორს შეუძლია პირდაპირ უარი გითხრათ შესრულების დადასტურებაზე (და შესაბამისად - გათვალისწინებული ანაზღაურების გადახდაზე), ან დავალების დასრულებისთვის დამატებითი დრო გამოგიყოთ (24 საათი). პირველ შემთხვევაში იგივე დავალებას მეორედ ვეღარ შეასრულებთ, თუნდაც იგი მრავალჯერადი იყოს. მეორე შემთხვევაში შიდა ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას დავალების დასრულების ან ხელახლა შესრულების წინადადებით (Инструкции: Задание следует доработать.). ასეთ შემთხვევაში, თქვენი სურვილისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ გააგრძელოთ დავალებაზე მუშაობა და მისი დასრულების შემდეგ ხელახლა გაუგზავნოთ ავტორს ანგარიში, ან თავად თქვათ უარი შესრულებაზე.

ავტორის მიერ დავალების შესრულების დადასტურების ან უარყოფის შემდეგ დავალების გვერდზე ჩნდება ახალი ფანჯარა"Оставьте свой отзыв", რომელშიც 5-ბალიანი სისტემით შეგიძლიათ შეაფასოთ დავალება და დაწეროთ გამოხმაურება ან კომენტარი.

* პროექტებზე SEO sprint და VIP promotion მოქმედებს ტარგეტინგის ფუნქცია, რომელიც რეკლამის დამკვეთს აძლევს საშუალებას შეარჩიოს აუდიტორია რეკლამირებადი რესურსებისა და ფასიანი დავალებებისთვის (ასაკის, სქესის, ოჯახური მდგომარეობის და მრავალი სხვა მონაცემის მიხედვით). დავალებებში ტარგეტინგი ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პარამეტრების მიხედვით:

1. ქვეყნების მიხედვით.
2. დავალების შემსრულებლის რეპუტაციის მიხედვით.
3. დავალების შემსრულებლის რეიტინგის მიხედვით.


ზოგჯერ დავალების შესრულების დაწყების შემდეგ ჩნდება წარწერა "Вы не можете выполнить это задание по условиям таргетинга", რაც ნიშნავს, რომ მოცემული დავალების შესრულება თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუ დავალების ავტორმა არ მოისურვა, რომ იგი შეასრულონ ქართული IP-მისამართებიდან (უმეტეს შემთხვევაში საქმე ეხება გუგლის რეკლამაზე კლიკებთან დაკავშირებულ დავალებებს), აქ ვერაფერს შევცვლით. მაგრამ ხშირად დავალების ავტორი ტარგეტინგში უთითებს შემსრულებლის რეიტინგს, უმეტესად კი - რეპუტაციას. ამ შემთხვევაში ყველაფერი თავად შემსრულებელზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალი რეიტინგი და რეპუტაცია გაქვთ, მით მეტი დავალება იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი. 

პროექტში თქვენი რეიტინგი მითითებულია თქვენი ექაუნთის გვერდზე, მარჯვენა ზედა კუთხეში, თქვენი ნიკისა და პირადი ნომრის მარცხნივ, გერბის ფორმის ლოგოში. თუ როგორ ავიმაღლოთ რეიტინგი, შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ თემაში: http://www.seo-master.org/forums/index.php?th=1771

შემსრულებლის რეპუტაცია მითითებულია თქვენი ექაუნთის კედელზე (Меню пользователя/Личный кабинет/Моя стена/Репутация исполнителя). 

როგორ ითვლება შემსრულებლის რეპუტაცია

ყოველი შესრულებული (დადასტურებული) ერთჯერადი დავალებისთვის რეპუტაციაში +1 ქულა გემატებათ. მრავალჯერადი დავალებების შესრულებისთვის ქულები არ გემატებათ. თუმცა ნებისმიერ (როგორც ერთჯერად, ასევე მრავალჯერად) დავალებაზე უარის მიღების შემთხვევაში თქვენს რეპუტაციას 1 ქულა აკლდება. რაც უფრო მაღალი რეპუტაცია გაქვთ, მით უფრო მეტი დავალება იქნება თქვენთვის შესასრულებლად ხელმისაწვდომი.

შემსრულებლები, რომელთა რეპუტაცია -10 (მინუს 10) ქულამდე ეცემა, ავტომატურად კარგავენ ფასიანი დავალებების შესრულების უფლებას.

შემსრულებლები, რომელთა რეპუტაცია -12 (მინუს 12) ქულამდე დაეცა, ავტომატურად კარგავენ პროექტებიდან თანხის გამოყვანის უფლებას.


შავი სია

თუ ფასიანი დავალების ავტორს არ აკმაყოფილებს კონკრეტული შემსრულებლის მიერ გაწეული სამუშაო და არ სურს, რომ მან შეასრულოს მისი დავალებები, შეუძლია გადავიდეს ამ შემსრულებლის კედელზე (ამისთვის საიტის სარდაფში დააჭირეთ ღილაკს "Пользователи" და მიუთითეთ მომხმარებლის ID) და დააჭიროს მისი რეიტინგის ნიშნის ქვემოთ არსებულ პირველ ხატულას (Внести в черный список исполнителей). ამის შემდეგ კონკრეტული შემსრულებელი ვეღარ დაინახავს თქვენს დავალებებს. 

თუ არ გსურთ კონკრეტული რეკლამის დამკვეთის დავალებების შესრულება, მის კედელზე დააჭირეთ რეიტინგის ნიშნის ქვემოთ მოთავსებულ მეორე ხატულას (Внести в черный список рекламодателей). ამის შემდეგ დავალებების განყოფილებაში აღარ გამოჩნდება კონკრეტული ავტორის დავალებები.

თუ გსურთ ამორიცხოთ მომხმარებელი შემსრულებლების ან რეკლამის დამკვეთების შავი სიიდან, მის კედელზე ხელმეორედ დააჭირეთ შესაბამის ხატულას.

შავი სიის ფუნქციით სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომელთაც რეიტინგში დაგროვილი აქვთ მინიმუმ 10 ქულა.

*თუ თვლით, რომ დავალება სწორად შეასრულეთ, მაგრამ ავტორმა არ დაგიდასტურათ შესრულება

პროექტის წესების 2.14. პუნქტის თანახმად:
2.14. ადმინისტრაცია არ ერევა დავაში რეკლამის დამკვეთსა და დავალების შემსრულებელს შორის. ნებისმიერი დავა მომხმარებლებს შორის, რომელიც არ არის გამოწვეული საიტის წესების დარღვევით, წყდება მოდავე მხარეების მიერ.
პირველ რიგში კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ დავალების ტექსტი და დარწმუნდით, რომ ნამდვილად შეასრულეთ ავტორის მიერ მითითებული ყველა პირობა. თქვენს მიერ გაგზავნილ დავალების შესრულების ანგარიშზე უარის თქმის შემთხვევაში დავალების ავტორი ვალდებულია აგიხსნათ უარის მიზეზი, რომელიც მითითებული უნდა იყოს დავალების გვერდზე. თუ უარის მიზეზი თქვენთვის გაურკვეველია, სცადეთ ავტორთან დაკავშირება და გარკვევა, თუ რატომ არ დაგიდასტურათ შესრულება. 

პროექტის წესებში არის ასეთი პუნქტიც:
4.8. ფასიანი დავალების დამკვეთი ვალდებულია დროულად და სამართლიანად შეამოწმოს დავალების შესრულება.
თუ დავალების ავტორის მხრიდან ადგილი აქვს აშკარა თაღლითობას და არსებობს მის მიერ საიტის წესების დარღვევის მტკიცებულება, მიმართეთ პროექტის ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურს (http://www.seosprint.net/support-mails.php).

No comments:

Post a Comment