Sunday, February 3, 2013

სიახლე - პროგრესიული რეფბექის გამოთვლის ფორმულა

პატივცემულო მომხმარებლებო!

რამოდენიმე დღის წინ ფორუმზე დასრულდა ხმის მიცემა პროგრესიული რეფბექის შემოღების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი საიტის მომხმარებელთა უმეტესობა მხარს უჭერს პროგრესიულ რეფბექს და ამჟამად საიტზე სწორედ ეს პრინციპი მოქმედებს და რეფბექი (%) რეფერალისთვის შემდეგი ფორმულით ითვლება: 

რეფბექი = რეფერალის რეიტინგი * 2 (მაქსიმუმ 80%).

წინადადება შემოგვაქვს რეფბექის გამოთვლის ფორმულაში რეფერალის აქტიურობის მაჩვენებლებიც ჩავრთოთ: 
რაც უკეთესად იმუშავებს რეფერალი დღეს, მით მეტი იქნება მისი რეფბექი ხვალ. თუმცა მაქსიმალური რეფბექი კვლავ 80%-ით შემოიფარგლება.

გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უნდა მოქმედებდეს რეფერალის რეიტინგი და მისი აქტივობა რეფბექის გამოთვლის ფორმულაზე:

1. თანაბრად (რეფერალის რეიტინგი - 50%, რეფერალის აქტივობა - 50%).

2. რეფერალის რეიტინგი - 75%, რეფერალის აქტივობა - 25%.

3. რეფერალის რეიტინგი - 25%, რეფერალის აქტივობა - 75%.

4. არ მივაქციოთ ყურადღება რეფერალის აქტივობას. გავითვალისწინოთ მხოლოდ რეფერალის რეიტინგი.



განმარტება: 

მაგალითისთვის განვიხილოთ პირველი ვარიანტი - 50/50:

ვინაიდან მაქსიმალური რეფბექი 80% რჩება, მისი ნახევარი, ანუ 40% განისაზღვრება რეფერალის რეიტინგის, ხოლო მეორე ნახევარი - რეფერალის აქტიურობის მიხედვით.

1). ფორმულა 1 - რეფბექის რეიტინგზე დამოკიდებულება:

რეფერალის რეიტინგი * 2 (მაქსიმუმ 40%). 

2). ფორმულა 2 - რეფერალის აქტიურობის გამოთვლის ფორმულა:

1 კლიკი სერფინგში - 1 ქულა.
1 წერილის წაკითხვა - 2 ქულა.
1 ტესტის შესრულება - 5 ქულა.
1 დავალების შესრულება - 10 ქულა.


მაქსიმალური რეფბექის მისაღებად (40%) საჭიროა დღეში 200 ქულის დაგროვება. 100 ქულა შეესაბამება 20%-ს, 50 ქულა - 10%-ს. აქტიურობაზე დამოკიდებული რეფბექის პროცენტი მოქმედებს შემდეგ დღეზე. ანუ თუ დააგროვეთ ქულები დღეს, რეფბექის პროცენტი დაგერიცხებათ ხვალ.

საერთო რეფბექი 1 და 2 ფორმულების გამოთვლით მიღებული მაჩვენებლების ჯამს უდრის.

Admin

თუ გსურთ გამოხატოთ აზრი მოცემულ თემასთან დაკავშირებით, გადადით ბმულზე:

http://www.seo-master.org/forums/index.php?th=1888&p=0

P.S. პროგრესიული რეფბექის თემა ჯერ-ჯერობით განიხილება მხოლოდ პროექტზე SEO sprint.

No comments:

Post a Comment