Sunday, February 3, 2013

ექაუნთი

* ვერ ვააქტიურებ ტელეფონის ნომერს


სტატუსის "Рабочий" მისაღებად საჭიროა შეავსოთ „Мои персональные данные“ საიტის მარცხენა მენიუს განყოფილებაში „ Мои личные данные“. ამავე განყოფილებაში აუცილებელია მობილური ტელეფონის ნომრის მითითება (საერთაშორისო ფორმატში). რამოდენიმე წუთში მითითებულ ნომერზე მოგივათ sms-შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ექაუნთში გაგიაქტიურდათ ახალი სტატუსი. თუ თქვენს მიერ მითითებულ ნომერზე არ მიიღეთ დასტურის sms-ი, გააგზავნეთ (იგივე ნომრიდან) sms-ი თქვენი საიდენტიფიკაციო ნომრის (ID) მითითებით ტელეფონის ნომერზე +380634113498 და ადმინისტრაციის წარმომადგენელი გაააქტიურებს თქვენს ახალ სტატუსს.


* დავკარგე პინ-კოდი ან პაროლი

პროექტზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო ყუთზე იგზავნება წერილი, რომელშიც მითითებულია ექაუნთში შესვლისთვის აუცილებელი პაროლი (შემდგომ შეგიძლიათ იგი გამოცვალოთ) და პინ-კოდი (ხუთნიშნა რიცხვი), რომელიც აუცილებელია თანხის გამოყვანისა და თქვენი პირადი მონაცემების შეცვლის დროს.

რეკომენდირებულია შეცვალოთ პაროლი, დაიმახსოვროთ (ჩაინიშნოთ) პინ-კოდი, ხოლო წერილი კი წაშალოთ საფოსტო ყუთიდან.


თუ დაგავიწყდათ (დაკარგეთ) პაროლი ან/და პინ-კოდი, გადადით შემდეგ ბმულზე:http://www.seosprint.net/recover.php

ვხედავთ 3 განყოფილებას კითხვის ნიშნის ლოგოთი:

1. დამავიწყდა პაროლი (Я забыл пароль) - გამოიყენეთ იმ შემთხვევაში, თუ დაკარგეთ პაროლი, მაგრამ გახსოვთ პინ-კოდი. პირველ გრაფაში უნდა შეიყვანოთ თქვენი e-mail, რომელიც გამოიყენეთ ექაუნთის რეგისტრაციისთვის, მეორე გრაფაში შეგყავთ პინ-კოდი და აჭერთ ღილაკს "Запросить пароль".

2. დამავიწყდა პინ-კოდი (Я забыл PIN-код) - გამოიყენეთ იმ შემთხვევაში, თუ დაკარგეთ პინ-კოდი, მაგრამ გახსოვთ პაროლი. პირველ გრაფაში უნდა შეიყვანოთ თქვენი e-mail, რომელიც გამოიყენეთ ექაუნთის რეგისტრაციისთვის, მეორე გრაფაში შეგყავთ პაროლი და აჭერთ ღილაკს "Запросить PIN-код".

3. დამავიწყდა პაროლი და პინ-კოდი (Мама! Я забыл всё!) - პირველ გრაფაში შეგყავთ თქვენი e-mail, რომელიც გამოიყენეთ ექაუნთის რეგისტრაციისთვის, მეორე გრაფაში შეგყავთ იმ მობილური ტელეფონის ნომრის ბოლო 4 ციფრი, რომელიც გამოიყენეთ სტატუს "Рабочий"-ს აქტივაციისთვის და აჭერთ ღილაკს "Запросить данные". მონაცემების აღსადგენ კოდს მიიღებთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ეს მომსახურება ფასიანია და ღირს 1 რუბლი. თანხა ჩამოგეჭრებათ ექაუნთის ბალანსიდან. თუ ექაუნთში არ გაქვთ მითითებული ტელეფონის ნომერი ან ვერ ღებულობთ sms-შეტყობინებას მითითებულ ნომერზე, მიმართეთ პროექტის ტექნიკური დახმარების სამსახურს:http://www.seosprint.net/support-mails.php

მოთხოვნა (тикет) აუცილებლად უნდა გააგზავნოთ იმ e-mail-იდან, რომელიც გამოიყენეთ ექაუნთის რეგისტრაციისთვის. თუ გააქტიურებული გაქვთ სტატუსი "Рабочий", საჭიროა მიუთითოთ თქვენი ექაუნთის აქტივაციისთვის გამოყენებული მობილური ტელეფონის ნომრის ბოლო 4 ციფრი. 



* როგორ გავაუქმო ექაუნთი

ექაუნთი ავტომატურად უქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გაივლით პროექტზე ავტორიზაციას (არ შეხვალთ თქვენს ექაუნთში) 60 დღის განმავლობაში.

ექაუნთის გაუქმების ყველა სხვა გზა პროექტის წესების დარღვევას წარმოადგენს.

ექაუნთი უქმდება პროექტის წესების დარღვევის შემთხვევაშიც. მაგრამ ამით ვერ დააჩქარებთ ახალი ექაუნთის რეგისტრაციას. ვინაიდან ბანის შედეგად გაუქმებული ექაუნთები ხვდება შავ სიაში და ასეთი მომხმარებლები აღარ დაიშვებიან ხელახალი რეგისტრაციისთვის.

ექაუნთების გატეხვის მცდელობა - http://www.seo-master.org/forums/index.php?th=2411

No comments:

Post a Comment