Sunday, February 3, 2013

ჯარიმების სისტემა

პროექტის წესების (http://www.seo-master.org/forums/index.php?th=1774) 3.9 და 3.10 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებლის ექაუნთს ენიჭება სტატუსი „Штрафник“ (დაჯარიმებული). ეს თვალნათლივ ჩანს მომხმარებლის ავატარზე და კედელზე.

დაჯარიმებულ მომხმარებლებს არ შეუძლიათ თანხის გამოყვანა. მათ ჯერ უნდა გადაიხადონ მათზე დაკისრებული ჯარიმა. ამის შემდეგ აღუდგებათ თანხების გამოყვანის ფუნქცია. დაჯარიმებული მომხმარებელი საიტის მარცხენა მენიუში ნაცვლად განყოფილებისა "Получить деньги" დაინახავს მენიუს განყოფილებას "Нарушение!", რომელზე დაჭერითაც დამატებითი ინსტრუქციების მისაღებად მოხვდება საკუთარ კედელზე.

ექაუნთის მარცხენა მენიუში Меню пользователя/Личный кабинет/Моя стена-ზე დაკლიკებით დაჯარიმებული მომხმარებელი ხვდება საკუთარი ექაუნთის კედელზე, სადაც ღილაკზე “Подробнее” დაჭერით შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ჯარიმის მიზეზისა და დაჯარიმებულის სტატუსის მოხსნისთვის საჭირო გადასახდელი თანხის ოდენობაზე.

ნუ ჩათვლით, რომ ჯარიმის გადახდის შემდეგ კვლავ შეგიძლიათ დაარღვიოთ პროექტის წესები. ხელმეორე დარღვევის შემთხვევაში კვლავ მიიღებთ დაჯარიმებულის სტატუსს.

ორჯერ დაჯარიმებული მომხმარებლები (რეციდივისტები) კარგავენ ბაზრობაზე რეფერალების გაყიდვის უფლებას. 
არ შეიძლება ბაზრობაზე რეფერალი-რეციდივისტების ექაუნთების გატანა.

ჯარიმის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ სამჯერ. შემდგომი დარღვევის შემდეგ ექაუნთს დაედება ბანი და გაუქმდება პროექტზე ხელმეორედ დარეგისტრირების უფლების გარეშე.

No comments:

Post a Comment