მოგესალმებით, ძვირფასო მომხმარებლებო!
პროექტზე SEO sprint მიმდინარეობს ახალი ფუნქციის ტესტირება. ფასიანი დავალებების ავტორებს, რომელთაც აქვთ სტატუსი "Бригадир" ან უფრო მაღალი სტატუსი (რეიტინგში დაგროვილი აქვთ 100 ქულა ან მეტი) ეძლევათ შესაძლებლობა კონკრეტული შემსრულებლის მიერ გამოგზავნილ დავალების ანგარიშზე უარის თქმასთან ერთად შეიტანონ ამ შემსრულებლის ექაუნთი შავ სიაში. ამისათვის უნდა დააჭიროთ შავ ღილაკს წარწერით "ЧС". შავ სიაში მოხვედრილი შემსრულებელები ვეღარ დაინახავენ ავტორის დავალებებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს სიახლე რეკლამის დამკვეთებს საშუალებას მისცემს თავიდან მოიშორონ არასასურველი შემსრულებლები (თაღლითები, მათხოვრები, კლონები და ა.შ.). ამავე დროს ნუ დაივიწყებთ, რომ დავალების ანგარიშზე უმიზეზოდ უარის თქმამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ექაუნთის ბანი ან რეკლამის დამკვეთის ფუნქციების დაბლოკვა.
ახალი ფუნქციის ტესტირებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე შეკითხვების დასმა შეგიძლიათ ამ თემაში, ან ფორუმის ძირითად განყოფილებაში: http://www.seo-master.org/forums/index.php?p=1&th=2797
გისურვებთ წარმატებებს!
Admin
================================================
შავმა სიამ დავალებების შემოწმების განყოფილებიდან მომხმარებლის კედელზე გადაინაცვლა. ახლა მასში შეიძლება არა მხოლოდ დავალებების შემსრულებლების, არამედ რეკლამის დამკვეთების შეტანაც. გააქტიურდა მომხმარებლის შავი სიიდან გამოყვანის შესაძლებლობაც.
შავი სიის ფუნქციით სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომელთაც რეიტინგში დაგროვილი აქვთ მინიმუმ 10 ქულა.
No comments:
Post a Comment