1. განსაზღვრებები
1.1. კოდექსი - პროექტების SEO sprint და VIP promotion წესების ინფორმაციული დამატებაა, რომელიც აღწერს და განმარტავს წესების დარღვევაში შემჩნეული მომხმარებლების ბანისა და მათი ექაუნთის შემდგომი გაუქმების მიზეზებს.
1.2. ექაუნთი - პირადი „სამუშაო ადგილი“, რომელიც იდენტიფიცირებულია და მიმაგრებულია კონკრეტულ მომხმარებელზე. ექაუნთის შექმნისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. პროექტში ნებადართულია მხოლოდ ერთი ექაუნთის დარეგისტრირება. განმეორებითი რეგისტრაცია (ჯერ კიდევ არსებული ექაუნთის შემთხვევაში) აკრძალულია.
1.3. ავტორიზაცია - ექაუნთში შესვლა სარეგისტრაციო მონაცემების (e-mail და პაროლი) გამოყენებით. სარეგისტრაციო მონაცემები მომხმარებელს ეგზავნება რეგისტრაციის შემდეგ მის e-mail მისამართზე.
1.4. ბანი - მომხმარებლის ექაუნთის გაუქმება პროექტის წესების დარღვევის გამო. ამ დროს მომხმარებლის მთელი პირადი ინფორმაცია ხვდება შავ სიაში, რათა აღიკვეთოს პროექტზე მისი ხელმეორედ დარეგისტრირების მცდელობა.
2. ექაუნთის გაუქმებისა და შავ სიაში მოხვედრის (ბანის) მიზეზები
2.1. მომხმარებლები და რეკლამის დამკვეთნი ვალდებულნი არიან სრულად დაემორჩილონ პროექტების SEO sprint დაVIP promotion წესებს. პროექტის წესების უგულვებელყოფა ან ხშირი დავა მათი სამართლიანობის გარშემო შეიძლება გახდეს თქვენი ექაუნთის ბანისა და შემდგომი გაუქმების მიზეზი.
2.2. მულტიექაუნთი. ერთზე მეტი ექაუნთის რეგისტრაცია და/ან გამოყენება მკაცრად აკრძალულია. პროექტის ყოველ მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ექაუნთი. აკრძალულია განმეორებითი რეგისტრაცია. ექაუნთის მონაცემების დაკარგვის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ მათი აღდგენის საშუალებები (ტექნიკური სამსახურის დახმარებით), ნაცვლად იმისა, რომ სცადოთ ახალი ექაუნთის შექმნა. აკრძალულია ერთნაირი სარეგისტრაციო მონაცემების გამოყენება. აკრძალულია ერთი და იმავე საანგარიშსწორებო რეკვიზიტებისა და ტელეფონის ნომრების გამოყენება ორ ან მეტ ექაუნთში. ყველა ეს ქმედებები ფასდება, როგორც მულტიექაუნთი, მთავრდება ბანით და ისჯება დარღვევაში შემჩნეული ყვალა ექაუნთის გაუქმებით. ყურადღება: IP-მისამართების პერიოდული დამთხვევა დაშვებულია და არ მიუთითებს მულტიექაუნთის არსებობაზე.
2.3. ავტომატიზირებული და ე.წ. „ნაკრუტკის“ საშუალებების გამოყენება: ავტოკლიკერები, ავტობრაუზერები, ტაიმერის დამაჩქარებლები და ა.შ.
2.4. სისტემის მოტყუება, მისი გატეხვის მცდელობა, სხვის ექაუნთში შეღწევა.
2.5. მომხმარებლების შანტაჟი, თაღლითობა ან ფულადი სახსრების უკანონო მითვისება
2.6. ფულადი სახსრების „გათეთრების“ მცდელობა ერთ ელექტრონულ ვალუტაში შემოტანისა და სხვა ვალუტაში გატანის გზით.
2.7. პროექტისა და მისი წარმომადგენლების: ადმინისტრაციისა და არბიტრების ფუნქციონირებაში ხელის შეშლა. ტროლინგის ორგანიზება ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებისადმი დაუმორჩილებლობა.
2.8. პროექტის წესების მიერ (პუნქტი 4.6 და 4.9) აკრძალული რეკლამის განთავსების ჯიუტი მცდელობები.
2.9. ადმინისტრაციისა და უფლებამოსილი არბიტრებისადმი უცენზურო ან შეურაცხმყოფელი მიმართვა.
2.10. კოდექსის წესების დარღვევაში ხელშეწყობა.
3. მნიშვნელოვანია
3.1. კოდექსის მეორე პუნქტში (ქვეპუნქტების ჩათვლით) მითითებული მიზეზების გამო ექაუნთის ბანისა და შემდგომი გაუქმების შემთხვევაში ექაუნთის ბალანსი ნოლდება, სარეკლამო მოედნები იხურება ბიუჯეტების განოლებით, რეფერალები თავისუფლდებიან, ექაუნთი იშლება ფიზიკურად, ხელახალი რეგისტრაციის უფლების გარეშე. არანაირი ფულადი სახსრები დამრღვევს არ უბრუნდება. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება და პრეტენზიები არ მიიღება.
No comments:
Post a Comment