პროექტი SEO sprint ახალ სერვერზე გადავიდა. ზოგიერთი მომხმარებელი ვერ ახერხებს საკუთარ ექაუნთში შესვლას (იხსნება თეთრი ფონი ან ადგილი აქვს ავტომატურ გადამისამართებას ფორუმზე). თუ შეგექმნათ პრობლემა ექაუნთში ავტორიზაციასთან (საიტზე შესვლასთან) დაკავშირებით, მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:
1. გაწმინდეთ თქვენი ბრაუზერის ქუქისები (ctrl+shift+del) და ქეში Ctrl+F5 (Shift+F5).
2. დახურეთ და ხელახლა გახსენით ბრაუზერი.
3. გადადით ბმულზე http://www.seosprint.net/logout.php და სცადეთ ექაუნთში შესვლა.
თუ ამ მოქმედებების ჩატარების შემდეგ მაინც ვერ ახერხებთ საიტზე შესვლას, გამოიყენეთ ერთ-ერთი ალტერნატიული ვარიანტი:
1. გაწმინდეთ თქვენი ბრაუზერის ქუქისები (ctrl+shift+del) და ქეში Ctrl+F5 (Shift+F5). გახსენით ნებისმიერი საძიებო სისტემა (მაგალითად, https://www.google.ge) და მოიძიეთ ჩვენი საიტი (ამისთვის საკმარისია ძიების გრაფაში შეიყვანოთ სიტყვა seosprint, დააჭიროთ ძებნის ღილაკს და გადახვიდეთ პირველივე ბმულზე) და სცადეთ ექაუნთში შესვლა.
2. გაწმინდეთ თქვენი ბრაუზერის ქუქისები (ctrl+shift+del) და ქეში Ctrl+F5 (Shift+F5). დააჭირეთ ფორუმის ნებისმიერი მომხმარებლის ავატარის ზემოთ არსებულ მწვანე ღილაკს წარწერით SEO და სცადეთ ექაუნთში შესვლა.
ახალ სერვერზე გადასვლის შემდეგ პროექტ SEO sprint-ის ზოგიერთი ფუნქცია ჯერ-ჯერობით არ მუშაობს ან არაკორექტულად მუშაობს. მიმდინარეობს ბაგების (შეცდომების) ფიქსირებისა და გამოსწორების პროცესი. თუ პროექტზე მუშაობის დროს შეგექმნათ ტექნიკური ხასიათის პრობლემა, გვაცნობეთ ამ თემაში და ვეცდებით დაგეხმაროთ.
ჩაირთო სერფინგის განყოფილებაში სარეკლამო მოედნების რედაქტირებისა და შექმნის გვერდები. თუმცა ტექნიკური დახმარების სამსახური ჯერ-ჯერობით არ ფუნქციონირებს. შესაბამისად რედაქტირებული და ახლადშექმნილი სარეკლამო მოედნების მოდერაცია (როტაციაში დასაშვებობაზე შემოწმება) მოგვიანებით დაიწყება.
სერფინგში ტარგეტინგს ახალი ფუნქცია დაემატა - "დავალებების შემსრულებლის რეპუტაციის მიხედვით" ("По репутации исполнителя заданий") - ძირითადად გამოსადეგია იმ შემთხვევაში, როცა სერფინგში საკუთარი დავალების რეკლამირების დროს შემსრულებლების შესაბამისი აუდიტორიის მოზიდვა გსურთ.
ფასიანი დავალებების განთავსება და რედაქტირება ხელმისაწვდომია.
განახლდა სარეკლამო მოედნების მოდერაცია (შემოწმება).
შავი სიის ფუნქცია კვლავ ჩართულია.
ფასიანი წერილიბის, ტესტებისა და ტექნიკური დახმარების სამსახური ჯერ-ჯერობით არ ფუნქციონირებს.
თანხების გადანაწილება სარეკლამო მოედნებს შორის კვლავ ხელმისაწვდომია.
ამუშავდა ფასიანი წერილების განყოფილება.
თემა ოფიციალურ ფორუმზე: http://www.seo-master.org/forums/index.php?th=2970
No comments:
Post a Comment