ძვირფასო მომხმარებლებო!
ბოლო დღეებში გახშირდა ექაუნთების გატეხვის შემთხვევები. გატეხილი ექაუნთიდან თაღლითები უგზავნიან წერილებს ჩვენი პროექტების სხვა მომხმარებლებს თანხის სესხების თხოვნით, ყიდიან გატეხილი ექაუნთის რეფერალებს და ცდილობენ დაგროვილი თანხის გამოყვანას ან მისი საშუალებით რეკლამის დაკვეთას. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ:
1. პროექტების შიგნით არავის არასდროს არ ასესხოთ თანხა. თუ მიიღებთ წერილს მსგავსი შინაარსის თხოვნით, გადმოგვიგზავნეთ მიმოწერის გვერდის ლინკი ტექნიკური დახმარების სამსახურში, სადაც არბიტრები, კონკრეტულ შემთხვევაში გარკვევის შემდეგ, გატეხილ ექაუნთს დაადებენ დროებით ბანს, რათა აღკვეთონ მისი რეფერალების გაყიდვა და ბალანსიდან თანხების გასვლა.
2. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, თუ აღმოაჩინეთ, რომ თქვენს ექაუნთს უმიზეზოდ დაედო ბანი, მის აღსადგენად მიმართეთ ტექნიკური დახმარების სამსახურს: http://www.seosprint.net/support-mails.php ამ შემთხვევაში მზად უნდა იყოთ რიგ საკონტროლო კითხვებზე პასუხის გასაცემად (გადახედეთ თქვენს პირად მონაცემებს, რომლებიც მიუთითეთ პროექტებზე რეგისტრაციის გავლის დროს).
3. დადგინდა, რომ ექაუნთების გატეხვა შემდეგნაირად ხდება: ჯერ ხდება საფოსტო ყუთის გატეხვა, სადაც ზოგიერთი მომხმარებელი ინახავს პროექტებზე რეგისტრაციის პროცესში მიღებულ წერილებს და რომლებშიც მითითებულია პაროლი და პინ-კოდი. ამიტომ ყველას გირჩევთ ეს წერილები დაუყოვნებლივ წაშალოთ საფოსტო ყუთებიდან.პაროლების მოპარვა გარეშე პროგრამების საშუალებითაც შეიძლება. პროექტების ადმინისტრაცია არ ქმნის და არ ავრცელებს არანაირ პროგრამებს, პლაგინებს ან უტილიტებს, რომლებიც ჩვენს პროექტებზე მუშაობისთვის არის საჭირო. არ გადმოქაჩოთ და არ დააინსტალიროთ თქვენს კომპიუტერზე მსგავსი პროგრამები, ვინაიდან მათთან ერთად, თქვენგან დაუკითხავად, შეიძლება დაინსტალირდეს თაღლითური პროგრამა, რომელიც თქვენი ექაუნთების პაროლებსა და პინ-კოდებს გადასცემს უცხო პირებს.
პატივისცემით, ადმინისტრაცია.
No comments:
Post a Comment