მოგესალმებით, პატივცემულო მომხმარებლებო!
პროექტზე გამოჩენილი ყოველკვირეული აქტივობისთვის მომხმარებელს ერიცხებოდა რეიტინგის 1 ქულა. დღეიდან გადავდივართ რეიტინგის მომატების ყოველდღიურ სისტემაზე. ექაუნთში, თქვენი ავატარის გვერდით, ყოველ დღე შეგიძლიათ იხილოთ ვაშლის ხატულა წარწერით "+R". მასზე დაწკაპუნებით რეიტინგში დაგემატებათ +0,2 ქულა. მაშასადამე კვირის განმავლობაში უკვე შეგიძლიათ რეიტინგის 1,4 ქულის დამატება. დღეიდან აქტივობისთვის განკუთვნილი რეიტინგის ქულების დამატებისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შეასრულეთ თუ არა საიტზე სამუშაო (სერფინგი, წერილები და ა.შ.). მთავარია შეხვიდეთ ექაუნთში, დააწკაპუნოთ ვაშლის ხატულას და 0,2 ქულა ავტომატურად დაგერიცხებათ. თუ გამოტოვებთ დღეს - რეიტინგის ქულებიც (კონკრეტული დღისთვის გამოყოფილი 0,2 ქულა) არ დაგერიცხებათ.
წინასწარ მინდა გავცე პასუხი რამოდენიმე კითხვას, რომელიც მოცემულ თემასთან დაკავშირებით შეიძლება გაგიჩნდეთ:
1. რეიტინგის მაჩვენებლის განახლება ვაშლზე დაჭერიდან 1-5 წუთის შემდეგ ხდება. ეს დრო საჭიროა ექაუნთის სტატისტიკურ მონაცემებში ცვლილებების დასაფიქსირებლად.
2. ვაშლზე დაწკაპუნების შემდეგ იგი ქრება. თუ გვერდის განახლების შემდეგ კვლავ ხედავთ ვაშლის ხატულას, მასზე ხელმეორედ დაჭერა რეიტინგის ქულებს აღარ დაგიმატებთ. 1-5 წუთის შემდეგ ვაშლი აღარ გამოჩნდება თქვენი ექაუნთის გვერდზე. ეს ასევე დაკავშირებულია ექაუნთის მონაცემებში ცვლილებების დასაფიქსირებლად საჭირო პაუზასთან. აქტივობასთან დაკავშირებული რეიტინგის ქულების დამატება შესაძლებელია მხოლოდ 24 საათში ერთხელ.
3. ვაშლის ხატულა, როგორც წესი, ჩნდება დროის გარკვეულ მომენტში, ღამით (როდესაც სერვერზე დატვირთვა მინიმალურია) და ხელმისაწვდომია თქვენთვის 24 საათის განმავლობაში. ვაშლების დაგროვება არ ხდება. თუ გამოტოვებთ დღეს - რეიტინგის ქულებიც (კონკრეტული დღისთვის გამოყოფილი 0,2 ქულა) არ დაგერიცხებათ.
4. ვაშლები (და შესაბამისად - კონკრეტული დღისთვის გამოყოფილი აქტივობის რეიტინგის 0,2 ქულა) არ არის გათვალისწინებული იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა ექაუნთებსაც აქვთ სტატუსი "Прохожий", "Штрафник" ან "Ожидает удаления".
პატივისცემით, ადმინისტრაცია.
Admin
P.S. ცვლილებები ჯერ-ჯერობით შესულია ძალაში მხოლოდ პროექტზე SEO sprint.
No comments:
Post a Comment