Saturday, February 16, 2013

ფასიანი ტესტები, ბანერები, კონტექსტური რეკლამა

ამუშავდა ფასიანი ტესტების განყოფილება.

ამუშავდა ბანერებისა და კონტექსტური რეკლამის განთავსების განყოფილებები.

კონტექსტური რეკლამის განყოფილებაში სიახლეა! ამ სახის რეკლამის განთავსება შესაძლებელია არა მხოლოდ პროექტზეSEO sprint, არამედ ჩვენს ფორუმზეც. ამისთვის განყოფილებაში Меню рекламодателя/Контекстная реклама/Спектр показа рекламы უნდა ამოვირჩიოთ На SEO sprint и сайтах-партнерах (იმ შემთხვევაში, თუ რეკლამის განთავსება გნებავთ საიტზეც და ფორუმზეც), ან Только на сайтах-партнерах (იმ შემთხვევაში, თუ კონტექსტური რეკლამის განთავსება მხოლოდ ფორუმზე გნებავთ).

Thursday, February 7, 2013

ტექნიკური სამუშაოები

დღეს ღამით, თბილისის დროით 01:00 - 04:00 შუალედში პროექტი SEO sprint დახურული იქნება სერვერზე ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად.

http://www.seo-master.org/forums/index.php?th=3135

Sunday, February 3, 2013

ტექნიკური პრობლემები

პროექტი SEO sprint ახალ სერვერზე გადავიდა. ზოგიერთი მომხმარებელი ვერ ახერხებს საკუთარ ექაუნთში შესვლას (იხსნება თეთრი ფონი ან ადგილი აქვს ავტომატურ გადამისამართებას ფორუმზე). თუ შეგექმნათ პრობლემა ექაუნთში ავტორიზაციასთან (საიტზე შესვლასთან) დაკავშირებით, მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:

1. გაწმინდეთ თქვენი ბრაუზერის ქუქისები (ctrl+shift+del) და ქეში Ctrl+F5 (Shift+F5).
2. დახურეთ და ხელახლა გახსენით ბრაუზერი.
3. გადადით ბმულზე http://www.seosprint.net/logout.php და სცადეთ ექაუნთში შესვლა.

თუ ამ მოქმედებების ჩატარების შემდეგ მაინც ვერ ახერხებთ საიტზე შესვლას, გამოიყენეთ ერთ-ერთი ალტერნატიული ვარიანტი:

1. გაწმინდეთ თქვენი ბრაუზერის ქუქისები (ctrl+shift+del) და ქეში Ctrl+F5 (Shift+F5). გახსენით ნებისმიერი საძიებო სისტემა (მაგალითად, https://www.google.ge) და მოიძიეთ ჩვენი საიტი (ამისთვის საკმარისია ძიების გრაფაში შეიყვანოთ სიტყვა seosprint, დააჭიროთ ძებნის ღილაკს და გადახვიდეთ პირველივე ბმულზე) და სცადეთ ექაუნთში შესვლა.

2. გაწმინდეთ თქვენი ბრაუზერის ქუქისები (ctrl+shift+del) და ქეში Ctrl+F5 (Shift+F5). დააჭირეთ ფორუმის ნებისმიერი მომხმარებლის ავატარის ზემოთ არსებულ მწვანე ღილაკს წარწერით SEO და სცადეთ ექაუნთში შესვლა.

ახალ სერვერზე გადასვლის შემდეგ პროექტ SEO sprint-ის ზოგიერთი ფუნქცია ჯერ-ჯერობით არ მუშაობს ან არაკორექტულად მუშაობს. მიმდინარეობს ბაგების (შეცდომების) ფიქსირებისა და გამოსწორების პროცესი. თუ პროექტზე მუშაობის დროს შეგექმნათ ტექნიკური ხასიათის პრობლემა, გვაცნობეთ ამ თემაში და ვეცდებით დაგეხმაროთ.

ჩაირთო სერფინგის განყოფილებაში სარეკლამო მოედნების რედაქტირებისა და შექმნის გვერდები. თუმცა ტექნიკური დახმარების სამსახური ჯერ-ჯერობით არ ფუნქციონირებს. შესაბამისად რედაქტირებული და ახლადშექმნილი სარეკლამო მოედნების მოდერაცია (როტაციაში დასაშვებობაზე შემოწმება) მოგვიანებით დაიწყება.

სერფინგში ტარგეტინგს ახალი ფუნქცია დაემატა - "დავალებების შემსრულებლის რეპუტაციის მიხედვით" ("По репутации исполнителя заданий") - ძირითადად გამოსადეგია იმ შემთხვევაში, როცა სერფინგში საკუთარი დავალების რეკლამირების დროს შემსრულებლების შესაბამისი აუდიტორიის მოზიდვა გსურთ.

ფასიანი დავალებების განთავსება და რედაქტირება ხელმისაწვდომია. 

განახლდა სარეკლამო მოედნების მოდერაცია (შემოწმება). 

შავი სიის ფუნქცია კვლავ ჩართულია.

ფასიანი წერილიბის, ტესტებისა და ტექნიკური დახმარების სამსახური ჯერ-ჯერობით არ ფუნქციონირებს.

თანხების გადანაწილება სარეკლამო მოედნებს შორის კვლავ ხელმისაწვდომია.

ამუშავდა ფასიანი წერილების განყოფილება.

თემა ოფიციალურ ფორუმზე: http://www.seo-master.org/forums/index.php?th=2970

სიახლე - სეოსპრინტი ახალ სერვერზე გადადის

ძვირფასო მომხმარებლებო!

სეოსპრინტის სერვერების არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო პროექტის ადმინისტრაციამ შეიძინა ახალი სერვერი, რომელზე გადასვლაც უახლოეს დღეებში განხორციელდება. გადაბარგების პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია, რის გამოც სავარაუდოდ 3-4 დღეს გასტანს. ამ ხნის განმავლობაში პროექტის ფუნქციონირება შეჩერებულ იქნება. ახალ სერვერზე გადასვლის პროცესის დაწყების სავარაუდო თარიღად გამოცხადებულია 20 იანვარი. დაზუსტებულ თარიღს გაცნობებთ უახლოეს ხანებში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია თქვენი სამუშაო გრაფიკისა და სარეკლამო კომპანიების დაგეგმვის დროს. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ შემდეგ ბმულს: 

http://www.seo-master.org/forums/index.php?p=1&th=2911

პატივისცემით, პროექტის ადმინისტრაცია.

ახალ სერვერზე გადასვლის პროცესი დაიწყება 21 იანვარს.

http://www.seo-master.org/forums/index.php?p=1&th=2932